კალისტრატე ცინცაძე XIX საუკუნის 80-იან წლებსა და XX საუკუნის პირველ ოცწლეულში მოღვაწე საქართველოს ეგზარქოსების შესახებ

Main Article Content

დეკანოზი ბესარიონ (ბესიკ) ცინცაძე

ანოტაცია

წინამდებარე სტატიაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, წმ. კალისტრატე ცინცაძის მემუარებზე დაყრდნობით, განხილულია XIX საუკუნის 80-90-იან წლებსა და XX საუკუნის პირველ ოცწლეულში საქართველოში მომსახურე ეგზარქოსების ისრტორია და მათი დამოკიდებულება საქართველოს ეკლესიისადმი და, ზოგადად, ქართველი ხალხისადმი. წმ. კალისტრატეს დაწვრილებით აქვს გაანალიზებული ყველა ის დეტალი, რომელიც ეგზარქოსთა ხასიათსა და საქართველოსადმი დამოკიდებულებას წარმოაჩენს.


სტატიაში, წმ. კალისტრატე ცინცაძის მემუარებზე დაყრდნობით, გამოკვეთილია, რომ ეგზარქოსთა საქმიანობა უმეტესწილად ანტიქართული ხასიათისა იყო. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია იმაზე, თუ ეგზარქოსები როგორი რუდუნებით ცდილობდნენ საქართველოს ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალიის აღდგენის მომხრეებს შეწინააღმდეგებოდნენ და ქართველი საზოგადოებისათვის ეს საკითხი საერთოდ დაევიწყებინათ, თუმცა, მათ შორის იყვნენ ისეთებიც, რომელთაც ქართველ საზოგადოებას დადებითი კუთხითაც დაამახსოვრეს თავი.

საკვანძო სიტყვები:
ეგზარქოსები, წმ. კალისტრატე ცინცაძე, საქართველოს ეკლესია
გამოქვეყნებული: Dec 5, 2024

Article Details

გამოცემა
სექცია
Articles