https://gragnili.openjournals.ge/index.php/gragnili/issue/feed გრაგნილი (საეკლესიო-სამეცნიერო კრებული) 2024-03-31T23:45:16+04:00 Open Journal Systems <p>ყოველწლიური სერიული გამოცემა „გრაგნილი“ არის საეკლესიო-სამეცნიერო და საღვთისმეტყველო მიმართულების სტატიათა კრებული, რომელშიც იბეჭდება თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგების, დოქტორანტებისა და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტთა ნაშრომები. კრებულისათვის მზადდება ძველი ქართული საეკლესიო მწერლობის მნიშვნელოვანი ძეგლები: გამოუცემელი თხზულებების კრიტიკულად დადგენილი ტექსტები და მათი ფილოლოგიური და საღვთისმეტყველო კვლევები. აქედან გამომდინარე, კრებული განკუთვნილია როგორც კონკრეტული მიმართულების სპეციალისტებისა და ძველი ქართული საეკლესიო მწერლობით დაინტერესებული მკითხველისათვის, ასევე – სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტთათვის.</p> https://gragnili.openjournals.ge/index.php/gragnili/article/view/7776 წმინდა სოფრონ იერუსალიმელის ნათლისღების ჰომილიათა ქართული თარგმანები 2024-03-31T22:50:22+04:00 გიორგი ბერიშვილი rezo.mujirishvili@gmail.com <p>წინამდებარე სტატიაში დაცულია წმ. სოფრონ იერუსალიმელის ნათლისღების ორი ჰომილიის კრიტიკულად დადგენილი ტექსტი. ტექსტებზე წამძღვარებული კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ჰომილიები თარგმნილია XI საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მთარგმნელისა და ღვთისმეტყველის - წმ. ეფრემ მცირის (კარიჭის ძის) მიერ. სტატიაში, ასევე, განხილულია ჰომილიების ავტორის - წმ სოფრონის მცირე ბიოგრაფიული დეტალები.</p> 2014-03-30T00:00:00+04:00 საავტორო უფლებები (c) 2014 გრაგნილი (საეკლესიო-სამეცნიერო კრებული) https://gragnili.openjournals.ge/index.php/gragnili/article/view/7781 ნათლისღების წეს-განგების ბერძნულ-ქართული რედაქციები 2024-03-31T23:28:25+04:00 გიორგი ჯულაყიძე rezo.mujirishvili@gmail.com <p>წინამდებარე სტატიაში განხილულია კურთხევანში შესული ნათლისღების წეს-განგების ძველი ქართული ტექსტები სხვადასხვა რედაქციებისა. ეს რედაქციები შედარებულია ერთმანეთთან და გამოვლენილია მათ შორის არსებული სხვაობანი; ასევე, განსაზღვრულია ქართული რედაქციების მიმართება ბერძნულ ორიგინალთან. ეს ყველაფერი არის საწინდარი უმნიშვნელოვანესი წესის - ნათლისღების განგების გამართული ტექსტის დადგენისა და შემდგომში საღვთისმსახურო პრაქტიკაში მისი დამკვიდრებისა.</p> 2014-03-30T00:00:00+04:00 საავტორო უფლებები (c) 2014 ISSN 2233-3975 https://gragnili.openjournals.ge/index.php/gragnili/article/view/7783 წინასწარმეტყველი იონა 2024-03-31T23:45:16+04:00 ირაკლი ორჟონია irakliorjonia@mail.ru <p>წინამდებარე სტატიაში შემოკრებილია ადრეული პერიოდის საეკლესიო მოძღვართა და ახალი დროის, კერძოდ, მე-19-20 საუკუნეების მკვლევართა კომენტარები იონა წინასწარმეტყველის წიგნზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია წინასწარმეტყველებათა იმ მონაკვეთებზე, რომლებიც ეხება მესიის მოსვლის წინაუწყებას.</p> 2014-03-30T00:00:00+04:00 საავტორო უფლებები (c) 2014 ISSN 2233-3975